ახალი სკვერი

ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი ეწყობა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი კი, 4 000 კვ.მ-ზე განთავსდება.

სადგურის ქუჩა №57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სამუშაოები დაიწყო. პროცესს კრწანისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე გაეცნო.

ახალი სკვერის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი.

დატოვე კომენტარი