განცხადება თბილისის საკრებულოში

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დედაქალაქში რომელიმე სკვერისთვის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელის მინიჭებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, რადგან მმართველი გუნდი ამ თემაზე მსჯელობას პოლიტიკური მოტივით არ იწყებს.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეს არის საკითხი, რაზეც გადაწყვეტილებას უკრაინის ელჩთან ერთად მიიღებენ.