ეროვნულ გალერეაში ქართულ და იაპონურ ენებზე გამოცემული ვაჟა-ფშაველას პოემის, „სტუმარ-მასპინძელი“ გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი მხატვარმა თინა ცხადაძემ იაპონური მანგას სტილით გააფორმა, რაც ქაღალდზე შერეული ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს გულისხმობს. ეროვნული გალერეა ექსპოზიციას 15 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.