ვადამდელი არჩევნები დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთი ახალ პარლამენტს ირჩევს.

დაახლოებით ოთხ საათში საარჩევნო უბნები დაიხურება. „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებას „ლეიბორისტულ პარტიას“ უწინასწარმეტყველებენ. სწორედ მითითებული პოლიტიკური ძალა ლიდერობს ყველა გამოკითხვაში. თუ თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში უმრავლესობას სწორედ „ლეიბორისტები“ მოიპოვებენ, მათი ლიდერი კირ სტარმერი ქვეყნის პრემიერი გახდება. 14-წლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში „ლეიბორისტებს“ გაწერილი აქვთ გეგმა, რომლითაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმართვას აპირებენ. პრიორიტეტად ეკონომიკის ზრდა და მოსახლეობისთვის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება სახელდება.