საარჩევნო პროცესი ემიგრანტებისთვის - პასუხი სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნას, დიასპორისთვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ, დღეს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ორი დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტამდე ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე საუბარი ოპოზიციამ დაიწყო, რომელმაც მმართველი გუნდი საკონსულო აღრიცხვის და რეგისტრაციის პროცედურის გართულებაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ამ განცხადებებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მათ საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს.