მსჯელობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე

იტყვის თუ არა უარს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებაზე, ჯერ ისევ უცნობი რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, პრეზიდენტმა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და კანდიდატი დაასახელოს. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, კანდიდატი აღარ დასახელდება, რადგან ეს უნდა მომხდარიყო კონსესუსის გზით, შეთანხმება კი ვერ შედგა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით, მმართველ გუნდს მიეცემა შესაძლებლობა მისთვის პოლიტიკურად მოსაწონი კანდიდატი წარადგინოს.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი  კანდიდატს არ წარადგენს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება, აღნიშნული კანდიდატის დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.

.