უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. ინტერვიუ ყოველდღიურად ხუთ აპლიკანტთან შედგება.
საბჭომ სულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 მსურველს უნდა მოუსმინოს. ამის შემდეგ, საბჭო ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს და სიას პარლამენტს წარუდგენს.
გასაუბრების პროცესს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი ვებპლატფორმებზე გადასცემს.