ევროპის ქვეყნებში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა დამატებითი შემოწმების პროცედურის გავლა მოუხდეთ.
2017 წლის მარტიდან ამოქმედებულ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გარკვეული პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო, – ასეთია გზავნილი შენგენის ზონის ქვეყნებიდან. ორწლიანი სტატისტიკა დღეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა შეაჯამეს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა სახელდება. დღევანდელი დისკუსიის მონაწილეები საზღვრის კონტროლის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.