მსოფლიოში ვაქცინების გადანაწილების პრობლემა სულ უფრო მწვავდება.
ევროკავშირი და ბრიტანეთი ერთმანეთს ვაქცინის ნაციონალიზმში სდებენ ბრალს, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინების ექსპორტი იბლოკება. ევროპა მარტში „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის ოთხ მილიონ დოზას მიიღებს. პარალელურად ევროპის ქვეყნები რამდენიმე ვაქცინის ავტორიზაციას ელოდებიან. ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ ავტორიზაცია შესაძლოა რუსულმა ვაქცინამაც მიიღოს. მანამდე კი რამდენიმე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 2 %-ით მოიმატა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აღმოსავლეთ ევროპაში.