უსინათლოთა კულტურის ცენტრში უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უსინათლო მკითხველების ჩართულობით მოეწყო დისკუსია მიწვეულ მწერლებთან – ქეთევან გაბინაშვილთან და სვეტა კვარაცხელიასთან. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსამბლებმა – „კრწანისი“ და „ელიო“.
უსინათლოთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში 1984 წლიდან აღინიშნება, საქართველოში კი 2010 წლიდან.