წვიმის შედეგად, გარდაბნის რაიონში ხევი ადიდდა და სახლები დატბორა

წვიმის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში ხევი ადიდდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. დაზარალდა 10 ოჯახი. ძლიერი წვიმის დროს 15-მა ადამიანმა სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ისინი მაშველებმა სამაშველო ნავებით გამოიყვანეს. ადგილზე 60-მდე მაშველი იყო მობილიზებული.

დაზარალებულები გვიან ღამით სასტუმროებში გადაიყვანეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს უქირავებენ, დაზიანებული სახლების აღდგენამდე.