თბილისის ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. შემთხვევაკრწანისში 26 დეკემბერს მოხდა. ამავე დღეს დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული მცირეწლოვანი შეიყვანეს. თუმცა, კლინიკაში არ აზუსტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი, 71-ე საჯარო ბაღში მომხდარს. დამწვრობის ცენტრში განაცხადეს, რომ ბავშვს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს.

 

დატოვე კომენტარი