უსინათლოთა კავშირის წევრები 29 ივნისს ჩანიშნულ ყრილობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ კავშირის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს ლეგიტიმაცია აქვთ დაკარგული. მათი თქმით, ისინი უსინათლოთა კავშირის შენობაში აღნიშნულ პირებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
პარალელურად კი, ერთ წელზე მეტია გრძელდება სასამართლო დავა უსინათლოთა კავშირის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების წინააღმდეგ, რომელსაც გამოძიება სამი მილიონი ლარის ოდენობის თანხის გაფლანგვას ედავება. ახლა სასამართლო უსინათლოთა კავშირის გამგეობის სხვა წევრების დაკითხვის პროცესზეა გადასული. კავშირის წევრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.