სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული 26 წლის მოქალაქის დაღუპვის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო 240 მუხლით იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით მუშა მეორე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ფაქტს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც, რომლის წარმომადგენლებიც წინასწარი მონაცემებით უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.
შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია მშენებლობის მწარმოებელ კომპანიას.