სამძებრო სამუშაოები სტიქიიდან 22-ე დღეს

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი. აქედან ერთს ტრაგედიის ადგილიდან 40 კილომეტრში მიაკვლიეს. მოზარდის ცხედარი კი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში იპოვეს. ბოლო მონაცემებით დაკარგული რჩება კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ძებნა-შველის ოპერაციაც გრძელდება. მაშველები მცურავი საშუალებებით მუშაობენ მდინარეების კალაპოტებში, მათ შორის გუმათ ჰესის ტერიტორიაზეც.

სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.