შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი. აქედან ერთს ტრაგედიის ადგილიდან 40 კილომეტრში მიაკვლიეს. მოზარდის ცხედარი კი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში იპოვეს. ბოლო მონაცემებით დაკარგული რჩება კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ძებნა-შველის ოპერაციაც გრძელდება. მაშველები მცურავი საშუალებებით მუშაობენ მდინარეების კალაპოტებში, მათ შორის გუმათ ჰესის ტერიტორიაზეც.
სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.