რუსეთი როგორც საფრთხე, არა მხოლოდ საქართველო-უკრაინისთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისათვის, – ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულ ქმედებებზე მამუკა ბახტაძემ მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანებისკენ, რაც პრემიერის განმარტებით, მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის.
აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზეც გაამახვილა ყურადღება. თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი და ეუთო-ს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ქეთი ქარდავა აშუქებს.