შარლ მიშელის განცხადება

„მორიგი სამხედრო აგრესია თუ იქნება, ჩვენ რუსეთს ვუპასუხებთ მასიური სანქციებით და ამის საფასური იქნება სერიოზული. თუმცა ეს ასევე იქნება ძვირი ევროპისთვისაც“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელი ამბობს, რომ დასავლეთს არ შეუძლია მუდმივად გაუწოდოს რუსეთს „ზეთის ხილის რტო მაშინ, როდესაც რუსეთი ატარებს სარაკეტო ცდებს და განაგრძობს ძალების მობილიზებას“. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის სამხედრო აგრესიის თავიდან აცილების საშუალება: „ჩვენ გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო დილომატიური გზა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.