უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მხარდაჭერის შესახებ პოლიტიკურ ოპონენტებს ისევ განსხვავებულად ესმით. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებითა და დახმარებით. არ ჩამოთვლის უკრაინის მეგობრებს, რათა ზოგიერთ ქვეყანას არ შერცხვეს, – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინას ამ რთულ პერიოდში გვერდით ჯეროვნად ვერ დაუდგა და ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს. ნიკა მელიას კრიტიკას დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უპასუხა, რომელმაც ოპონენტს შეახსენა, რომ საქართველო უკრაინის იმ მეგობართა შორისაა, რომლის საკანონმდებლო ორგანომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.