უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი - ოლაფ შოლცის პოზიცია

გერმანიის კანცლერი საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას ითხოვს. ჟურნალისტმა ოლაფ შოლცს ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას, რომელიც დეპორტაციის წესების გამკაცრებას გულისხმობს. კანცლერის მოსაზრებით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება მოხდეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესში უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. უსაფრთხოდ მიიჩნევიან ის ქვეყნები, რომლებიც სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის, ზოგადი პოლიტიკური გარემოებებისა და ადამიანის დევნა-ძალადობისგან დაცვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ასეთი ქვეყნის მოქალაქეებს კი
თავშესაფრის მიღების მცირე შანსი აქვთ.

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო, თუმცა ზედა პალატამ გადაწყვეტილება არ დაამტკიცა.