ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

ოლაფ შოლცის გზავნილებს რეზონანსული პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი აქცენტი იმ შეფასებაზე კეთდება, რომელიც გერმანიის კანცლერმა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ ხმაურიან კანონპროექტზე გააკეთა. ოპოზიცია მმართველი გუნდის მისამართით სადავო ინიციატივის გაწვევის მოთხოვნას ააქტიურებს. თუმცა დღევანდელ განცხადებაში სხვა კონტექსტი ამოიკითხა მმართველმა გუნდმა. „ქართული ოცნებისთვის“ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების დეკლარირების ვალდებულება ევროკავშირში თვეების წინ ინიცირებული რეგულაციების ანალოგია, თუმცა გერმანიის კანცლერი ორ ინიციატივას შორის მსგავსებას ვერ ხედავს. ქვეყანასთან, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, მმართველი პარტია ახლა ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას და წლის ბოლოს მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მხარდაჭერას ელის.

არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებები თეონა მანაგაძემ მოისმინა.