ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და საერთო განცხადებას ავრცელებენ საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ამბობენ, რომ საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, თუმცა წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული. საერთო განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით.“- ნათქვამია გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებაში.