საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს. თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიასთან, მწერალთა სახლთან, უნივერსალური ცოდნის აკადემიასთან UNIKO, საფეხბურთო აკადემიასთან „უშბა“, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან, ფენიქს ცენტრთან და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან „კინეზი“. მემორანდუმების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ.