ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს პარლამენტსა და „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ინოვაციური მეთოდების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობაში. ღონისძიება კახა კუჭავამ და „ენ დი აი“-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა გახსნეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მემორანდუმის თანახმად, საპარლამენტო საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და გაიზრდება მის მიმართ ნდობა.