ურთიერთგაგების მემორანდუმი

ფინანსთა სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტისა და ფინანსური დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

მემორანდუმი ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის გამოცდილების გაზიარებას და საფინანსო – ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენას მოიცავს.

შეხვედრის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა და საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინეს.