საქართველოში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო გამოცდა დასრულდა.
ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ დამზადებული დრონები დღეს კრწანისის სასროლეთზე გამოსცადეს. საუბარია თვითმკვლელ და სადაზვერვო აპარატებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სატესტო ფრენის შემდეგ ქარხანა აპარატებს მასობრივ წარმოებას გაზაფხულიდან გეგმავს.