სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადასცა იუსტიციის მინისტრმა.
ღონისძიება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა. მინისტრის განცხადებით, უნიფორმების დეფიციტის პრობლემა აღმოფხვრილია და პენიტენციური სისტემა სრულად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით.