დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე თავის არეში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოჯახი სამკურნალოდ მის გადაყვანას უცხოეთში მოითხოვს. ბრალდებულის ეტაპირების ამსახველ სრულ ვიდეოჩანაწერს მოითხოვს მისი ადვოკატი. მომხდარს სწავლობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. „გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს, დილის საათებში, ცვლის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ გაისროლა, რის შემდეგაც, ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა. ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ცნობაში.