მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დღეს ისევ გადაიდო. ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე უნდა ემსჯელათ. სხდომაზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ცნობა წარმოადგინეს. აღნიშნულის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასამართლოში გამოცხადებაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა დაელოდოს.