UNICEF-ის კვლევა - ბავშვთა სიღარიბე გაიზარდა

„იუნისეფის“ ანგარიშის მიხედვით, ბავშვების სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ორი წლის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ საქართველოში ბავშვები ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ. დოკუმენტის ავტორები საბავშვო ბაღების დეფიციტზე მიუთითებენ და ხელისუფლებას ბავშვთა ზრუნვის სისტემის გაუმჯობესებას ურჩევენ. ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი გაზრდილია, რის ერთ-ერთ მიზეზად სამომხმარებლო ფასების მატებაა დასახელებული. დოკუმენტში წერია, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა მომატებულია სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯებიც.