ქართული ჭიდაობა იუნესკო-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიანიჭა. 2016 წელს, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შემდეგ კი აღნიშნული საკითხი იუნესკო-ში გადაიგზავნა.