უმუშევრობის მაჩვენებელი – სტატისტიკის სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მონაცემები დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა. 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1 პროცენტით, 13,7 პროცენტამდე შემცირდა. ამასთანავე, 19 ათასი კაცით, 936 ათასამდე გაიზარდა დაქირავების დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო 41 ათასით – 451 ათასამდე თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი. პრემიერის ინფორმაციით, მონაცემი არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებია აქვს.