დასაქმებულთა რაოდენობა

2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა.