არაერთგვაროვნად ფასდება საქსტატის მიერ დღეს გასაჯაროებული მონაცემები.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმების მაჩვენებელი, გაზრდილი, უმუშევრობის დონე კი, შესაბამისად, შემცირებულია. საუბარია როგორც დაქირავებით დასაქმებულებზე, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, რასაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და დასაქმების იმ პროგრამით ხსნიან, რომელმაც სოციალურად დაუცველ პირებს სტატუსის შენარჩუნების პირობით დასაქმების შესაძლებლობა მისცა. სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ სოფლებთან შედარებით დასაქმების წილი ქალაქებშია გაზრდილი.
მონაცემებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები უმუშევრობის დონის შემცირებას გაზრდილ მიგრაციას უკავშირებენ.