„ქართული ოცნება“ იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც საქართველოს პრეზიდენტს 10-12 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტზე უარი უთხრა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას ვიზიტზე ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რომელსაც თავადვე ეწინააღმდეგებოდა. მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერით პრეზიდენტმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა სიცრუეზე იყო დაფუძნებული.