თბილისში კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომ ციტატა – „საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართული ოცნებასთან“ რადგან დიდი არჩევანი არ აქვს და ევროკავშირისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე რეალური უდავო მტკიცებულება არ არსებობს“. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დასავლეთის პოზიცია კონკრეტული და ცალსახაა მათ მხარდაჭერაში. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ევროკავშირში ნელ-ნელა გადააფასეს საქართველოში რეალური სიტუაცია და იოზვიაკის სტატია იმის დასტურია, რომ საბოლოოდ რაციონალური აზროვნებამ გაიმარჯვებს. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც ესაუბრა, ნამდვილად არის განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი მოთამაშეა. „საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 54 %-ით მოიგო, მაგრამ რომელმაც ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ უპასუხოს.