სააგენტო „უკრაინის სიახლეების“ დირექტორის განცხადებით, „სამართლიან არჩევნებს“ სააკაშვილი კურირებდა და მონაცემების შეგნებულ ფალსიფიცირებას ჰქონდა ადგილი. ოლეგ დეინეკამ აღნიშნა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ მსგავსი შეცდომა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროსაც დაუშვა, მაშინ ორგანიზაციას ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე სააკაშვილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი იყო.