ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესს მკაცრად გმობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და განცხადებას ავრცელებს.
უკრაინა არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს, უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა უწყება რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.