ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს გერმანია

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს გერმანია.  ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნების არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი, რის გამოც, მეორე ტური დაინიშნა.

დატოვე კომენტარი