ე.წ. არჩევნების შედეგები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული პოსტისთვის ბრძოლა ე.წ. არჩევნების მეორე ტურმა დაასრულა. ე.წ. პრეზიდენტად ისევ რაულ ხაჯიმბა რჩება.

მოქმედმა არაღიარებულმა ლიდერმა კონკურენტს მცირე სხვაობით, დაახლოებით ერთი პროცენტით მოუგო. ე.წ. საარჩევნო კომისიის მიერ გასაჯაროებულმა შედეგებმა ოკუპირებულ რეგიონში ისედაც დაძაბული შიდა პოლიტიკური სიტუაცია და საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაამწვავა.

დამარცხებული ე.წ. კანდიდატი ოპოზიციიდან, ალხაზ კვიწინია გამოქვეყნებულ ციფრებს არ ენდობა და ე.წ. სასამართლოში ჩივილს აპირებს.

გამარჯვებული ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც კრემლის ღია მხარდაჭერა აქვს, ოპონენტებს სწორედ სასამართლოსკენ მიუთითებს. ოფიციალურ თბილისთან ერთად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმაც დაგმეს.