ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება, დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ, ცოტა ხის წინ, სპეციალურ სხდომაზე მიიღო.

კომისიის შენობის წინ, ამ დრომდე არიან შეკრებილები „ამცახარას“ ლიდერები და მომხრეები. ე.წ. არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, ასლან ბჟანიამ  მხარდამჭერებს  მადლობა გადაუხადა და სთხოვა, რომ ჯერ-ჯერობით არ დაიშალონ.

როგორც ცნობილია,  ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისათვის მზად არის რაულ ხაჯიმბაც.  გუშინ გვიან საღამოს, ოკუპირებულ სოხუმში,  ხაჯიმბას მომხრეები ფილარმონიაში შეიკრიბნენ, თავად ხაჯიმბა თანამოაზრეებთან შესახვედრად არ მისულა. ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ შორის  უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეც,  რომელიც უკვე შეხვდა ხაჯიმბას. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე  ოპოზიციასთან შესაძლო დიალოგის საკითხიც განიხილეს.