უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურია. დმიტრო კულებას თქმით, 1991 წელს, რუსეთის დელეგაციამ უშიშროების საბჭოში ამ ადგილის ოკუპირება მოახდინა, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამაზე თვალი დახუჭა. უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, განაახლონ გაერო-ს წესდების გამოყენება უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაეროდან. დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთს არასდროს გაუვლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფციას“.