უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასრულება ურთიერთკომპრომისით, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ დიალოგით არს შესაძლებელი. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ბილდთან ინტერვიუს დროს გააკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება უკრაინამ გერმანიის კანცლერს სთხოვა. ბილდთან ინტერვიუში ზელენსკი საუბრობს, რომ ქვეყნის მოსახლეობა სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტს განიცდის. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა მარიუპოლის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ვოლნოვახასა და ხარკოვის მიმართულებით. ამ ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფაა.