უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს. როგორც ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის ლიდერს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დიპლომატიური გზით დასრულება. რუსული მხარის ცნობით, მათ დონეცკის რეგიონში, კოსტანტინოვკის დასახლება აიღეს. ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება პოკროვსკიდან 47 კილომეტრითაა დაშორებული და თანდათან უახლოვდებიან მას. გავრცელებულ კადრებში რუსული დროშის აღმართვაა ასახული. რუსულმა ძალებმა ასევე დაბომბეს კრივოი როგი. დაშავებულია 9 ადამიანი და 230-ზე მეტი ავტომობილი. უკრაინულმა ძალებმა კი დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს რუსეთის როსტოვის რეგიონში, კამენსკისთან მდებარე ნავთობ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, სამი რეზერვუარი იწვის. რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა ოთხი მათგანი გაანადგურეს. ასევე დრონებით თავდასხმა განხორციელდა კიროვის რეგიონის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ნავთობის დეპოზეც.