უკრაინის საკითხზე რეზოლუციის მიღება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დაპირისპირების ახალ თემად იქცა. საკანონმდებლო ორგანოს მრავალპარტიულის ნაცვლად, დიდი ალბათობით, ერთპარტიული რეზოლუციის მიღება მოუწევს. ოპოზიცია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. შესაბამისად, ალტერნატიული ვერსია უკვე მზად არის.
ოპონენტები ხელისუფლებას დოკუმენტში რუსეთის არხსენების გამო, მწვავედ აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესორად არმოხსენიების გამო, „ქართული ოცნება“ მოსკოვის გაღიზიანებას ერიდება.
ოპოზიციის პრეტენზიები გაუგებარია მმართველი პარტიისთვის, სადაც რეზოლუციის პროექტის ტექსტი ზედმიწევნით გამართულად და საფრთხეების არიდებაზე ორიენტირებულად ფასდება. განსაკუთრებული აქცენტი ტექსტის იმ ნაწილზე კეთდება, სადაც ხაზგასმულია, რომ შექმნილ დაძაბულ ვითარებაში მთავარი ამოცანა ახალი სამხედრო ესკალაციის არდაშვება უნდა იყოს.