უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

ბახმუტთან არსებული რთული მდგომარეობის – მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ქალაქიდან ხუთი დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩი უდასტურებს. გმირულად დაღუპული მეომრების ცხედრებს საქართველოში ოჯახები უკვე მე-5 დღეა ელოდებიან. შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლები უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპნენ. რუსეთის აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.