უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, ავთო რურუას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ელოდება. ავთო რურუა აფხაზეთის ომის, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად, პირველივე დღიდან იბრძოდა უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. მასთან ერთად, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და დავით მარკელია 3 დეკემბერს დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლისას დაიღუპნენ.