უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახები ცხედრების გადმოსვენებას ელოდებიან. ავთო რურუა აფხაზეთისა და ასევე 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად, უკრაინაში ომის პირველივე დღიდან იმყოფებოდა. აფხაზეთიდან იყო როლანდ კვარაცხელია, მისი ძმა ომს 16 წლის ასაკში ემსხვერპლა. ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და დავით მარკელია 3 დეკემბერს, დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლისას დაიღუპნენ.