უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე – სარატოვსა და ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. ენგელსში, „TU-95“ ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომია განთავსებული. სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის ფაქტი სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა. მისი თქმით, ნამსხვრევები საცხოვრებელ კომპლექს დაეცა. ამ საცხოვრებელი კორპუსიდან სამხედრო ნაწილამდე და ენგელსის სამხედრო აეროდრომამდე – 12 კილომეტრია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.