უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, სად შედგება დისკუსია ან კონკრეტულად რაზე გაკეთდება აქცენტი. წინა ორი რაუნდი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბელორუსის ტერიტორიაზე გაიმართა. მხარეებმა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, ეს შეთანხმება რუსეთმა დაარღვია და ცეცხლი ისევ გახსნა.